კომპანია
Martino Parisi Srl
თქვენი პარტნიორი 1975 წლიდან საბაჯო , სააქსციზო და სატრნსპორტო სფეროში
Parisi International Forwarding, საექსპედიტორო კომპანია კონსოლიდირებულია საბაჟო სისტემაში , საკონსულტაციო, აქციზის და ლოგისტიკის სფეროებში, კომპანია გთავაზობთ მთელ რიგ მომსახურეობებს უცხო ქვეყნებთან ვაჭრობის მხარდასაჭერად.
2011 წელს ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი AEO (Authorized Economic Operator) სერტიფიკაცია საბაჟო და მონოპოლიების სააგენტოდან.
ასევე გვაქვს ფილიალი ვენეციის პორტში და ვმუშაობთ იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთის მრავალი რეგიონის საბაჟო ზონებში.
კომპანიას ჰყავს ახალგაზრდა და სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილი პერსონალი, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ არსებული კომპანიების შეკითხვები და მოთხოვნები.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა წარმოდგენილია საბაჟო განყოფილებით, რომელიც სპეციალიზირებულია საბაჟო ფორმალობების საქმიანობით, როგორც იმპორტისთვის, ასევე ექსპორტისთვის, სწორედ ამ განყოფილების წყალობითაც წლების განმავლობაში განვითარდა სხვა დეპარტამენტები:
- ლოჯისტიკა და ტრანსპორტი, ჩვენი გლობალური ქსელი საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ ყველა სატრანსპორტო საჭიროება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით.
- აქციზი, ვმუშაობთ აქციზს დაქვემდებარებულ პროდუქტებზე, ალკოჰოლურ სასმელები (ღვინო, ლუდი , ალკოჰოლური სასმელები), ზეთები და ელექტროენერგია.
- კონსულტაცია და ტრენინგი , საბაჟო და აქციზის საკითხებში სპეციალიზირებული პროფესიონალების გუნდის წყალობით ხორციელდება. ISO 9001 სერტიფიცირების სერვისი.
- ინტრასტატი, დეპარტამენტი, რომელიც საქმიანობს კომუნიკაციების შედგენასა და გადაგზავნაზე ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ოპერაციებისთვის.
Global CAD Srl
Global CAD S.r.l. ეს არის ცალკე კომანია , რომელიც ანხორციელებს საბაჟო პროცედურებს ჩვენი ოფისიდან უშუალოდ მომწოდებლების საწყობებში ან სხვა საბაჯოს მიერ აღიარებულ და დამტკიცებულ ადგილებში არსებულ ტვირთებზე , სწრაფად და პროფესიონალურად რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს დაუყონებლივ განხორციელდეს იმპორტი თუ ექსპორტი და შესაბამისად დოკუმენტაციის შემოწმება.
ამ სერვისის მეშვეობით ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მუდმივ მონიტორინგს ყოველი საბაჟო ოპერაციების პროცესისა, რაც უცხო ქვეყნებთან კომერციული საქმიანობას გამარტივებულს ხდის.
CAD (Centro Assistenza Doganale) საბაჟო დახმარების ცენტრი მნიშვნელოვნად ამცირებს ბიუროკრატიულ პროცედურებზე დახარჯულ დროს, აჩქარებს იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებს, ასევე ამზადებს და ასწავლის კომპანიების თანამშრომლებს, რომლებიც ამ გზით მუდმივად, მარტივად და დაუყოვნებლივ აკონტროლებს ნებისმიერი საბაჟო ოპერაციას.
ჩვენი საბაჟო დახმარების ცენტრის ზოგიერთი უპირატესობა:
- სწრაფი განბაჟება
- კვალიფიციური კადრები
- საბაჟო განყოფილებასთან საკონტაკტო პირდაპირი ერთაერთი თანამშრომელი
- ხარჯების მეტი კონტროლი და დაგეგმვა
- დღგ-ს ექსპორტის დამადასტურებელი დოკუმენტი ყოველთვის ხელმისაწვდომი
- მუდმივი მხარდაჭერა იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციებში